საზოგადოების დახმარება 53 წლის ნათელა შავიშვილს ესაჭიროება. მას ხერხემლის სვეტის ავთვისებიანი ნეოპლაზმა დაუდგინდა. გადაუდებლად აუცილებელია სასწრაფო ოპერაცია, რაც დიდ თანხას საჭიროებს. ამ ეტაპზე ნათელა შავიშვილი იმყოფება სტამბოლის კლინიკაში და გადის ოპერაციამდელ პროცედურებს. ოპერაცია უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მოკლე დროშიი, რადგან ექიმების შეფასებით, მდგომარეობა არის მძიმე.
ყველას, ვისაც აქვს ნათელა შავიშვილის დახმარების საშუალება, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომერზე შეუძლია.