ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა. აუქციონზე გამოიფინა ქართველი მხატვრების სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი 15-ზე მეტი ნამუშევარი. ღონისძიება რია ქებურიას ხელოვნების ფონდის, ამერიკული ფონდის, „მარიას ჩილდრენისა“ და სიცილის თერაპიის კოლაბორაციით შედგა. სპეციალურად ამ დღისთვის, თბილისს 78 წლის ფეჩ ადამსიც ესტუმრა, რომელიც თავად ეწევა ქველმოქმედებას და უკვე 15 000-ზე მეტ პაციენტს უსასყიდლოდ გაუწია დახმარება. აუქციონიდან შემოსული თანხა ციციშვილისა და იაშვილის სახელობის კლინიკებს მოხმარდება.