საქველმოქმედო აუქციონი

18:57, 15.12.2022

თანამედროვე ქართველი მხატვრის, ავთანდილ გურგენიძის დასახმარებლად, „იარტ გალერეაში“ საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება. მხატვარს გულის გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება. ქველმოქმედებისთვის 50-მდე მხატვარი გაერთიანდა. აუქციონზე 70-მდე ნამუშევარი გადის. გალერეაში წარმოდგენილი იქნება არაერთი ცნობილი მხატვრის ნამუშევარი, შეგროვილი თანხა სრულიად ავთანდილ გურგენიძის ოპერაციას მოხმარდება. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველებს, უზნაძის 13 ნომერში მდებარე „იარტ გალერეაში“ ელოდებიან.

მსგავსი