2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 %-ით შემცირდა და 16.7 % შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ამასთან დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 49 ათასი კაცით, 917 ათასს ადამიანამდე, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 9 ათასით, 410 ათასს ადამიანამდე. ამავე სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში 2.5 %-ით არის შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში პირიქით გაზრდილია 0.2 %-ით.