2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.2 პროცენტით არის გაზრდილი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 360 მლნ დოლარის ექსპორტი, რაც 22 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მთლიანობაში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-მაისში 2 მილიარდ 26 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40 პროცენტზე მეტია. ექსპორტის ზრდასთან ერთად შემცირებულია იმპორტის მაჩვენებელი.