პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. მიხეილ დაუშვილის განცხადებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, გელა აბულაძის დაკავება შანტაჟისა და დაშინების გაგრძელებაა. მისივე ინფორმაციით, აბულაძესთან ამ დრომდე არ უშვებენ მის ადვოკატს.