საქართველოში უცხოური ინვესტიციები 54%-ით შემცირდა

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 54 პროცენტით შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 187 მილიონი დოლარი შემოვიდა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ.

კლების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის სახელდება მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.

ყველაზე მეტი ინვესტიცია მეორე კვარტალში ენერგეტიკაში განხორციელდა, თუმცა წინა წელთან შედარებით, ამ სფეროშიც კლება ფიქსირდება.