საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო

დღეიდან, 4 მაისიდან  ქვეყანაში „სინოფარმით“ დაიწყო აცრა. ამირან გამყრელიძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ჩინური ვაქცინით აიცრა. ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 18 000-მდე მოქალაქე. იმუნიზაციის პროცესში ჩართვა შეუძლია 18 წლიდან ნებისმიერ მსურველს. აცრა მიმდინარებს 30 დაწესებულებაში. 5 მაისიდან კი დამატებით 44 პუნქტი ამოქმედდება.

მოამბე