საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია გრძელდება

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია გრძელდება. იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ამბულატორიულ ცენტრშიც, სადაც დღის განმავლობაში ასამდე ადამიანი იცრება. იმუნიზაციის მსურველებს საშუალება აქვთ მათთვის სასურველი ვაქცინით აიცრან. ცენტრში ვაქცინაცია „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით მიმდინარეობს.