საქართველოში „კოვიდ 19“-ით პირველი აბიტურიენტი დაინფიცირდა - ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთ საგამოცდო სექტორში მყოფი 11 პირი საკარანტინე სივრცეში მოთავსდება; აბიტურიენტები გამოცდას სპეციალურად მოწყობილ სარეზერვო სივრცეში ჩააბარებენ; ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი განგაშის საფუძველს ვერ ხედავს
კორინავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტის კონტაქტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება იზოლირებულ სივრცეში მოუწევთ.
„კოვიდ-19“-ის ერთი შემთხვევა რუსთავის საგამოცდო ცენტრში გამოვლინდა. ინფიცირებული იმ ოჯახიდანაა, რომლის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი 8 ივლისს დაუდასტურდა. აბიტურიენტმა, რომელიც როგორც კონტაქტი ისე შემოწმდა, გამოცდაზე 7 ივლისს იმყოფებოდა. საგამოცდო ოთახში ის ცხრა აბიტურიენტთან და ორ ზედამხედველთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც ახლა დაკვირვების ქვეშ არიან. კორონავირუსი დაუდასტურდა ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფ 28 ქართველ ჯარისკაცსაც. ისინი სპეც-რეისით ჩამოაფრინეს.