საქართველოში იმუნიზაციის კვირეული დაიწყო

საქართველოში იმუნიზაციის კვირეული დაიწყო.

2000 წლიდან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში უკვე შვიდი ახალი ვაქცინაცია დაინერგა.

გოგონებისთვის ამოქმედდა პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაციის პილოტური პროგრამა, რომელიც 2009 წელს დაბადებულ გოგონებზე ვრცელდება.

ევროპული იმუნიზაციის კვირეული ვაქცინაციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში აცრები ყველასთვის სავალდებულო გახდეს.

ინიციატივაზე მუშაობა უკვე რამდენიმე წელი მიმდინარეობს