„აცერი და დაიცავი“- კონფერენცია თბილისში

აცერი და დაიცავი,“ – ეს არის მთავარი სლოგანი კონფერენციის, რომელიც ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში საქართველოში მიმდინარეობს.

ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. მისი მხარდამჭერია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

კონფერენციის მიზანი იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

დღეს ვაქცინაციის ახალი მობილური აპლიკაციის პრეზენტაციაც გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას, ჩაიტარონ ვაქცინაცია, რადგან ქვეყანაში წითელათი ინფიცირების საფრთხე კვლავ მაღალია.