სავალდებულო აცრები

საქართველოში პროფილაქტიკური აცრები, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი მსჯელობს. ინიციატორები აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი ვაქცინაციის გარეშე მყოფი ბავშვების რიცხვის შემცირებაა.

საქართველოში წელს ყველაზე მწვავედ წითელათი ინფიცირების პრობლემა დგას. ქვეყანაში მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში, ინფიცირების 1300-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ტენდენცია მზარდია. წითელას გავრცელების სტატისტიკით, საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა.

მარიამ აფციაურის რეპორტაჟი.