ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურების ტენდენცია ნარჩუნდება.
ეპიდ-აფეთქების პერიოდთან შედარებით, კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური მონაცემები რამდენჯერმეა შემცირებული. ინფექციის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელმა 10 %-ით იკლო. ქვეყანაში ახლა ძირითადად სამხრეთ აფრიკული შტამის, „ომიკრონის“ ორი ქვეშტამი ცირკულირებს. ინფიცირების დინამიკის დაღმასვლის და მეექვსე ტალღის პიკის პერიოდის გადავლის გამო მარტიდან ხალხმრავალ შეკრებებთან დაკავშირებული რეგულაციების მოხსნა იგეგმება. თუმცა, ექიმები ამ გეგმას ეწინააღმდეგებიან.
სამედიცინო საზოგადოება სოციალურ ღონისძიებებზე შეზღუდვის მოხსნის შემთხვევაში კიდევ ერთ პიკს არ გამორიცხავს.