საქართველოში აუტიზმის ეროვნულო ცენტრი აშენდება. აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდმა, პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას პრემიერი, დედაქალაქის მერი და ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ.
მშენებლობისათვის მიწა დედაქალაქის მერიამ გამოყო. დაწესებულება მულტიფუნქციური იქნება. მას რეგიონში ანალოგი არ აქვს. ცენტრი 16 წელს ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებს მოემსახურება. აქ არსეული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.