ჩვენ გვინდა მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული ამ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება, მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც დანიგანმა აღნიშნა, ქართველი ხალხი წყვეტს, ვინ მოიგებს და ვინ წააგებს არჩევნებს. მისი თქმით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცესკო-მ, „მხარს ვუჭერთ მათ მუშაობას, ვინც მზად არიან, ხელი შეუწყონ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას“ – განაცხადა დანიგანმა.