ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდის უარზე ჟურნალისტებმა დღეს შეკითხვა საქართველოში შეერთებული შტაბების ელჩს დაუსვეს. კელი დეგნანი ამბობს, რომ არჩევნები გაიმართება ოქტომბერში, როგორც ეს დაგეგმილი იყო და ნაადრევია საუბარი, რა იქნება ამ არჩევნების შემდეგ. დიპლომატმა 19 აპრილის შეთანხმებაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის კვლავ წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან და სასარგებლო გზამკვლევს იმ რეფორმებისთვის, რომელთა ჩატარებაც საქართველოს სჭირდება უახლოეს თვეებში.