მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს

ჩატარდება თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები –  ამ კითხვაზე დღეს პოზიცია მმართველმა პარტიამ დააფიქსირა. პარტიაში რომელმაც შარლ მიშელის შეთანხმება გააუქმა, აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არც ერთ შემთხვევაში არ გაიმართება. მმართველი გუნდის პოზიცია მიუღებელია ოპოზიციის ნაწილისთვის. სადაც აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე მიღებული შედეგის გათვალისწინებით, იძულება გახდება რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. საპარლამენტო არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარების საკითხი უმნიშვნელოა ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის. „მოქალაქეებისა“ და „გირჩისთვის“ ახლა პრიორიტეტი საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელმაც საარჩევნო ბარიერი უნდა დაწიოს და 2024 წლისთვის სრულად პროპორციული სისტემა აამოქმედოს.

თეონა მანაგაძე გვეტყვის, როგორია ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების პერსპექტივა?