საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერების შეხვედრა

საქართველოს სატრანზიტო როლზე ჩინეთის შემდეგ ყაზახეთშიც ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს. აქცენტი გაკეთდა ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებაზე. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობაზე.