მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავს“ მეორე ლაივ შოუზე, კიდევ ერთი კონკურსანტი გამოეთიშა.
აუთსაიდერებს შორის დიმა კობეშავიძე და იკაკო ალექსიძე მოხვდნენ. ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა დიმა კობეშავიძემ მიიღო და პროექტი დატოვა. საღამოს ლიდერი კი ხმების რაოდენობით ოთო ნემსაძე გახდა.
ევროვიზიაზე მოსახვედრად ბრძოლას დღეიდან შვიდი კონკურსანტი განაგრძობს: ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, იკაკო ალექსიძე, თამარ ლაჭყეპიანი, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე.
მეორე ტურის შემდეგ, ხმები განულებულია და გულშემატკივრებს შეუძლიათ, თავიანთ ფავორიტებს კვლავ მისცენ ხმა.
მობილური ქსელების გარდა, მხარდაჭერა პირველად ქართული შოუების ისტორიაში, მაყურებელს „ფეისბუქ მესენჯერის“ საშუალებითაც შეუძლია.
ხმის მიცემა სოციალური ქსელით 12 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.