საქართველოს პირველი არხის ეთერში, მუსიკალური მეგაპროექტის, „საქართველოს ვარსკვლავის“ პირველი ლაივშოუ გაიმართა.
პროექტს ერთი კონკურსანტი გამოეთიშა. აუთსაიდერებს შორის მოხვდნენ ნიკა კალანდაძე და მერაბ ამზოევი. აქედან ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა მერაბ ამზოევმა მიიღო და პროექტი დატოვა. დღევანდელი ლიდერი ხმების რაოდენობის მიხედვით კი თამარ კაკალაშვილი გახდა.
კონკურსის მთავარი პრიზისთვის – ევროვიზიის საგზურისთვის, დღეიდან შემდეგი კონკურსანტები იბრძოლებენ: მარიამ გოგიბერიძე, ანრი გუჩმანიძე, თამარ კაკალაშვილი, ნიკა კალანდაძე, დავით რუსაძე, ბარბარა სამხარაძე, მარიამ შენგელია, ლიზა შენგელია და თორნიკე ყიფიანი.
საქართველოს ვარსკვლავი