„საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალური ათეული

მუსიკალური მეგაშოუს „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალური ათეული ცნობილია.

კონკურსის მთავარი პრიზისთვის, „ევროვიზიის საგზურისთვის“ ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, მარიამ კახელიშვილი, იკაკო ალექსიძე, თამარ ლაჭყეპიანი, დიმა კობეშავიძე, ლიზა კალანდაძე, გიორგი ფრუიძე და ბესო ნემსაძე იბრძოლებენ.

ლაივშოუები თბილისის საკონცერტო დარბაზში 26 იანვრიდან გაიმართება, თითო ტურში კონკურსს თითო მონაწილე გამოეთიშება, არჩევანს კი მაყურებელი გააკეთებს, რადგან გამარჯვებულის გამოსავლენად სწორედ ხალხის ხმა იქნება გადამწყვეტი.

ხმის მიცემა ინოვაციური სისტემით იქნება შესაძლებელი, კონკურსანტების მხარდაჭერა მაყურებელს ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით ექნებათ.