საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ფასდაკლების მორიგი კვირეული იწყება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ფასდაკლების მორიგი კვირეული იწყება. 13 აპრილიდან, 29 აპრილის ჩათვლით, კვირეულში 17 სასტუმრო და 2 სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურების ცენტრი იქნება ჩართული და სტუმრებს სპა პროცედურებზე 25-დან 50 პროცენტამდე ფასდაკლებას შესთავაზებს.
პროექტი მიზნად ისახავს, არასეზონურ პერიოდში, რეგიონის პოპულარიზაციასა და შიდა ტურიზმის წახალისებას. ფასდაკლების კვირეული მოიცავს: თბილისს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, სამცხე-ჯავახეთს, იმერეთს და აჭარას.