საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ვიდეორგოლები "იუთუბზე" განთავსდება
“იუთუბზე” საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ვიდეორგოლები განთავსდება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ “გუგლთან“ ერთად ახალი კამპანია დაიწყო.
სარეკლამო რგოლები “იუთუბზე” 29 მაისს ჩაეშვება. სამიზნე ბაზრებია: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ისრაელი, თურქეთი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.