საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ვიდეორგოლები “იუთუბზე” განთავსდება

15:26, 16.05.2018

“იუთუბზე” საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ვიდეორგოლები განთავსდება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუგლთან ერთად ახალი კამპანია დაიწყო.

სარეკლამო რგოლები “იუთუბზე” 29 მაისს ჩაეშვება. სამიზნე ბაზრებია: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ისრაელი, თურქეთი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

მსგავსი