#ახალიკვირა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნა

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი  ამერიკული სამხედრო დახმარება  იწყება, რომელსაც ხელი წელიწად ნახევრის წინ მოეწერა.

შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნისთვის თავდაცვითი შესაძლებლობის გაძლიერებას,  მასშტაბური პროგრამით იწყებს;   „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ ფარგლებში, სამი წლის განმავლობაში 9 ბატალიონი მომზადდება;  ნორიოს სამხედრო ბაზაზე ამ პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი პირველი ქართული ქვედანაყოფების წვრთნა უკვე მიმდინარეობს;

წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის შემდეგ, რომელიც შეერთებულმა შტატებმა საქართველოში 2001 წელს განახორციელა, „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ რიგით მეორე და ყველაზე მასშტაბური იქნება;

გიორგი ცხვიტავა იმყოფებოდა ნორიოს პოლიგონზე.