საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე ბატალიონი ავღანეთიდან სრული შემადგენლობით დაბრუნდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა.
ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და აშშ-ის ელჩის მოადგილე დახვდნენ.
ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია შვიდი თვის განმავლობაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართულ სამეკავშირეო ჯგუფთან ერთად შეასრულა. 23-ე ბატალიონი ავღანეთში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა როტაციით შეცვალა.