საქართველოს საკითხის განხილვა ევროპარლამენტში.
ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ანდრეს მამიკინსის მიერ მომზადებული ანგარიშის შესახებ დეპუტატებმა პოზიციები დააფიქსირეს.
პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ საქართველოს აქვს პროგრესი, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს რეფორმები განსახორციელებელი შემდგომი პროგრესისა და დემოკრატიული განვითარებისთვის.
საუბარი შეეხო საპრეზიდენტო არჩევნებს, მედიაგარემოს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელებას, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის აუცილებლობას.
პარლამენტარები საკითხის განხილვას ოქტომბერში ისევ კომიტეტზე დაუბრუნდებიან და სავარაუდოდ, ნოემბერში პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.