საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებას გამოეხმაურა
საქართველოსთვის უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ჩართვასთან დაკავშირებით, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. მიხეილ ჯანელიძე აღნიშნულს შეთავაზებად არ მიიჩნევს.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაზე და ქართულ მხარეს შეუძლია, მას შეუერთდეს.
თემას დღეს „ევროპულ საქართველოშიც“ გამოეხმაურნენ. გიგა ბოკერია პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლას ითხოვს, რათა დეპუტატებს მან მეტი ინფორმაცია მიაწოდოს.