საქართველოს რობოტიკის გუნდი საერთაშორისო კონკურსზე

საქართველოს რობოტიკის გუნდის წევრები, რომლებმაც მექსიკაში გამართულ რობოტიკის საერთაშორისო კონკურსზე First Global მესამე ადგილი დაიკავეს, თბილისში დაბრუნდნენ. გუნდის წევრების თქმით, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი, რომელსაც საქართველომ მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე მიაღწია.

საქართველოს გუნდმა კონკურსზე წარადგინა რობოტი, სახელად – ვანო.

გუნდის წევრების თქმით, კონკურსის მონაწილეების ამოცანა იყო ისეთი რობოტის შექმნა, რომელიც რამდენიმე დავალების შესრულებას შეძლებდა და 180-ზე მეტ მონაწილეს შორის საქართველოს გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.

მოამბე