23 მაისს საქართველოში პირველი მაუწყებლობიდან 98 წელი შესრულდა. საქართველოს რადიომ, ამიერკავკასიაში პირველმა, 1925 წლიდან დაიწყო მაუწყებლობა. დღევანდელი ეთერი საქართველოს რადიომ განახლებული შეფუთვით გახსნა. 26 მაისს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, მსმენელსა და მაყურებელს რუსთაველის გამზირზე, ღია ცის ქვეშ უმასპინძლებს, სადაც ყველა მსურველს შეეძლება ადგილზე დაესწროს რადიოს ტრანსლაციას, თვალი ადევნოს პროცესს და მოუსმინოს საინტერესო გადაცემებს. რადიოს ორი არხის სიგნალის მიღება მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი – FM 102.3-ზე, საქართველოს რადიო მუსიკა კი – FM 100.9-ზე მაუწყებლობს. მსმენელს შეუძლია, გადმოიწეროს მობილური აპლიკაციაც.
საქართველოს რადიო