საქართველოს რადიო 97 წლისაა

12:45, 23.05.2022

საქართველოში პირველი მაუწყებლობის დაწყებიდან 97 წელი შესრულდა. 23 მაისი საქართველოს რადიოს დაბადების დღეა, რომელმაც ამიერკავკასიაში მაუწყებლობა პირველმა 1925 წელს დაიწყო. თითქმის საუკუნის განმავლობაში, რადიოჟურნალისტების რამდენიმე თაობის მიერ შეიქმნა ეროვნული განძი, რომელიც „ოქროს ფონდში“ არის დაცული.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის მხარდაჭერით, საქართველოს რადიო მიმდინარე წლიდან ამზადებს პოდკასტების სერიას, რომელიც ყველა თაობის, სხვადასხვა ინტერესის მქონე მსმენელზეა გათვლილი.

საქართველოს რადიოს ორი არხის სიგნალის მიღება მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი – FM 102.3-ზე, საქართველოს რადიო მუსიკა კი – FM 100.9-ზე მაუწყებლობს. მსმენელს შეუძლია გადმოიწეროს მობილური აპლიკაციაც.

საქართველოს რადიო

მსგავსი