94 წლის წინ დაწყებული მაუწყებლობა, რომელიც ამიერკავკასიაში პირველი იყო. საქართველოს რადიო იუბილარია. დღევანდელი თარიღი განსაკუთრებულად აღინიშნება, რადგან ქვეყნის პირველი რადიომაუწყებლის საეთერო ბადე მთლიანად განახლდა. ჯერ ისევ მიმდინარეობს მასშტაბური ტექნიკური გადაიარაღება, იგეგმება ქვეყნის მასშტაბით მისი გავრცელების არეალის გაფართოებაც. რაც შეეხება საეთერო ბადეს, იანვრიდან რადიოს ეთერში 12 ახალი პროექტში ჩაეშვა.