არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი რაბინი და მეცნიერი რეუვენ ფაიარსტონი თბილისს სტუმრობს. სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, პროფესორი ილიას უნივერსიტეტსაც ეწვია.
ამერიკაში გამგზავრებამდე, ფაიარსტონმა სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა და მსოფლიოში მოქმედი კონფესიების ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.