ახალი კამპანიის დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ – რესპუბლიკის 100 წელი ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი თელავისა და გორის შემდეგ, მარნეულის მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას პრეზიდენტმა აქცენტი ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებზე გააკეთა.
წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 109 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა და თარიღი 26 მაისს საზეიმოდ აღინიშნება.
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას პრეზიდენტმა დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.