საქართველო-ისრაელის ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება – ეს იყო ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე საუბრის თემა. მხარეებმა მჭიდრო პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
ირაკლი ღარიბაშვილს ქნესეთის თავმჯდომარემაც უმასპინძლა. დისკუსია გაიმართა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრთან. ცოტახნის წინ კი ქართულმა დელეგაციამ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ისრაელში საქართველოს პრემიერის ვიზიტს თამუნა წიკლაური აშუქებს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.