ირაკლი ღარიბაშვილის ისრაელში ვიზიტი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეოა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება. აქცენტი გაკეთდა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს, მათ შორის განათლების, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს ელჩი ისრაელში და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ესწრებოდნენ. მანამდე საქართველოს მთავრობის მეთაურს უმასპინძლა იერუსალიმის პატრიარქმა.