საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ამჯერად პეკინში იმყოფება, სადაც ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას ქართული და ჩინური მხარე დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი დონის ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი, სადაც მთავარი აქცენტი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე გაკეთდება.
რა გზავნილები კეთდება პეკინიდან – ჩინეთში ნოდარ ჩაჩუა და დავით ცირიკიძეიმყოფებიან.