საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბელგიას ეწვევა. პრემიერის სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც, მედიისთვის ბახტაძე და სტოლტენბერგი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ხვალ კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უმასპინძლებს, რის შემდეგაც მამუკა ბახტაძე და დონალდ ტუსკი მედიას მიმართავენ.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან დიდიე რეინდერსთან, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან და სესილია მალმსტრომთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში ვალდის დომბროვსკისთან.