ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიკული ფაქტი და უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან განხილვის მთავარი თემები იქნება ბრიუსელში, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დღეს გაემგზავრა.
ვიზიტის მთავარი მიზანი, ევროპარლამენტთან საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობაა. დელეგაციის წევრები აპირებენ, რომ შეხვედრებზე იმ მნიშვნელოვან თემებს შეეხონ, როგორიცაა ვიზალიბერალიზაცია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი.
უმრავლესობის წევრების განმარტებით, ქართული მხარე აქტიურად მუშაობს ევროპარლამენტთან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე რეზოლუციის მისაღებად.
დელეგაციაში საპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც შედიან, რომლებიც შეხვედრებზე სხვა საკითხების დაყენებას გეგმავენ. რომან გოცირიძე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი კანონით მინიჭებულ მთავარ ფუნქციას ვერ ასრულებს.