საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე გაიმართება. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს. მხარეები შეხვედრებს გამართავენ როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.