საქართველოს ნაკრების მზადება პორტუგალიასთან მატჩისთვის

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთვის გადამწყვეტ მატჩამდე ერთი დღე რჩება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, პორტუგალიას ხვალ, 23 საათზე დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ. ჩვენი ფეხბურთელები ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ.

ცოტა ხანში საქართველო-პორტუგალიის მატჩისწინა პრესკონფერენცია შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, არენა აუფშალკეზე გაიმართება. როგორია მოლოდინები – ლევან ღუდუშაური ჩაგვერთვება გელზენკირხენიდან.