საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მორიგი მატჩი ჩაატარა და მიხეილ მესხის სტადიონზე ესპანეთი 23:10 დაამარცხა. ესპანელებმა მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველ ნახევარში ბორჯღალოსნებმა უპირატესობა სოსო მათიაშვილის სამი ჯარიმით მოიპოვეს – 9:3.
საქართველომ მეორე ნახევარში საჯარიმო ლელო დადო და უპირატესობა მოიპოვა – 16:3. ბოლო წუთებზე კი მეტოქეებმა თითო-თითო ლელო დადეს და საბოლოოდ, ბორჯღალოსნებმა მძიმე შეხვედრაში 23:10 გაიმარჯვეს.
რაგბის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები, 10 მარტს კრასნოდარში, რუსეთის ნაკრებთან ითამაშებს.