საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი 23:10 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მორიგი მატჩი ჩაატარა  და  მიხეილ მესხის  სტადიონზე ესპანეთი   23:10 დაამარცხა. ესპანელებმა მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველ ნახევარში ბორჯღალოსნებმა უპირატესობა სოსო მათიაშვილის სამი ჯარიმით მოიპოვეს – 9:3.

საქართველომ მეორე ნახევარში საჯარიმო ლელო დადო და უპირატესობა მოიპოვა – 16:3. ბოლო წუთებზე კი მეტოქეებმა თითო-თითო ლელო დადეს და საბოლოოდ, ბორჯღალოსნებმა მძიმე შეხვედრაში 23:10 გაიმარჯვეს.

რაგბის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები, 10 მარტს კრასნოდარში, რუსეთის ნაკრებთან ითამაშებს.