საქართველო-ესპანეთის მატჩს გულშემატკივრები თბილისში, სხვადასხვა ადგილზე დამონტაჟებულ მონიტორებთან ადევნებდნენ თვალს

12:05, 01.07.2024

საქართველო-ესპანეთის მატჩს ქართველი გულშემატკივრები თბილისში, სხვადასხვა ადგილზე დამონტაჟებულ დიდ მონიტორებთან ადევნებდნენ თვალს. ქომაგების ნაწილი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იყო შეკრებილი. საერთო ყურება იყო „დედაენის ბაღშიც“. მსვლელობა მოეწყო მატჩის დაწყებამდე თბილისის ცენტრალურ ქუჩებშიც.

ქართველმა გულშემატკივრებმა ეროვნულ ნაკრებს მადლობა გადაუხადეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ჩვენი ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ღირსეულად წარდგა და ახალი სიტყვა თქვა თანამედროვე ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

 

მსგავსი