გრძელდება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება.
ბერლინის შემდეგ ქართული ავია-კომპანია სპეც-რეისს ვენიდან შეასრულებს. ავსტრიის დედაქალაქში მყოფი ქართველები სამშობლოში დაბრუნებას 22 მარტს გეგმავდნენ, თუმცა რეგულარული რეისი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო გაუქმდა. რეისების დანიშვნას ევროპის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიც ელოდებიან. მათ შორის არიან იტალიასა და ესპანეთში, ანუ ეპიდემიის ეპიცენტრში მყოფი ქართველები. ჯერ უცნობია, როდის დაინიშნება თბილისიდან ამ ორი ქვეყნის მიმართულებით სპეც-რეისები.