სუდანში, სადაც საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს, ამ დრომდე რჩება საქართველოს 33-მდე მოქალაქე. საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან და საცხოვრებელ სახლებში რჩებიან. ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხერხდეს.