საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტები თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან
საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტები თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. კიევში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე დაიგეგმა, რომ სამი ქვეყანა საპარლამენტთაშორისო ასამბლეას შექმნის. დოკუმენტი ხელმოწერილია, მასზე დაყრდნობით სამი ქვეყანა ერთმანეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს და სწრაფი ევროინტეგრაციისთვის სამოქმედო გეგმაზე მუშაობას გეგმავს.
კიევში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გამართა არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ევროპარლამენტარებთანაც, სადაც ევროკავშირთან დაახლოვების ყველა პერსპექტივა კიდევ ერთხელ განიხილეს.
უკრაინის უმაღლესი რადასა და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ დისკუსიებში არაერთხელ გაუსვეს ხაზი კრემლიდან მომავალ საფრთხესა და ამ კონტექსტში სამი ქვეყნის ერთად დგომის აუცილებლობას.