საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას

დავით ზალკალიანი ცოტა ხნის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო კომუნიკაციის დროს განხილვის მთავარი თემა უკრაინის საზღვართან შექმნილი დაძაბულობა იყო. მხარეები მაღალი დონის კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. პარალელურად, საქართველოს პირველი დიპლომატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწყებულ უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა და ქვეყნის მხარდაჭერის გამომხატველი განცხადება გამოაქვეყნა.

პასიურობასა და არასაკმარის მხარდაჭერაზე ოპონენტების განცხადებებს მინისტრი საკმაოდ მწვავე პასუხით ეხმაურება და ოპოზიციას უკრაინაში ხელისუფლების პირველ პირთა ბოლო ვიზიტებსა და იმ პლატფორმებს ახსენებს, რომლებშიც სწორედ საქართველო და უკრაინა ერთად არიან ჩართულები. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიცია ჩასაფრებულ პოზიციაშია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.