საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი ამოქმედდა

პოლიციამ ე. წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების კონტროლი განახორციელა.

ღამის განმავლობაში 21 საათიდან დილის 6 საათამდე პოლიციის შესაბამისი დანაყოფები ქუჩებში ვითარებას აკონტროლებდნენ. ღამემ მშვიდად ჩაიარა. დაწესებული დარღვევების შემთხვევებზე პოლიციამ რეაგირება მოახდინა. 21 საათიდან დილის 6 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება. შეზღუდვა არ შეეხო სატვირთო მანქანებს და იმ სუბიექტებს, რომელთა სამუშაოს შესრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროის აღნიშნულ მონაკვეთში.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 ათასი ლარით. განმეორებით დარღვევა კი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.